კრიშტიანუ რონალდუ, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

რონალდუს მეთოდს გამოიყენებს - ბენზემა დატვირთვას გადაანაწილებს

ქარიმ ბენზემამ სათამაშო დროისადმი მიდგომა შეცვალა და აქცენტი კრიშტიანუ რონალდუს გეგმაზე გაამახვილა.

Relevo-ს ინფორმაციით, ფრანგის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო - ფიზიკური პრობლემების გამო, რაც მას სექტემბრიდან იანვრამდე შეექმნა, გადაწყვიტა კრიშტიანუ რონალდუს მეთოდი გამოეყენებინა და დატვირთვა დოზირებულად მიეღო.

ბენზემა ნაკლებად მნიშვნელოვანი მატჩების დროს დაისვენებს, რათა ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს. რეალის ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბისთვის ეს პრობლემა არ არის.

რონალდუ „რეალში" ბოლო სეზონში ზინედინ ზიდანთან მომზადების მსგავს მეთოდზე შეთანხმდა. პორტუგალიელმა ბევრი გასვლითი თამაში გამოტოვა და მოედანზე ძირითადად საშინაო მატჩებში და ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიოდა.

ახლა ბენზემა, კარლო ანჩელოტისთან შეთანხმებით, იგივე მეთოდს იყენებს, რადგან ხვდება, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა 35 წლის ასაკში მისი ფიზიკური მდგომარეობა გააკონტროლოს.

„რეალმა" ბენზემას გარეშე თამაში ისწავლა - ამ სეზონში გუნდს მის გარეშე 12 მატჩში 9 მოგება, 2 ფრე და 1 მარცხი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიომინი: ხვიჩამ კალაძეს, რომ აჯობოს ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს
სიომინი: ხვიჩამ კალაძეს, რომ აჯობოს ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს