ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Gazzetta: კვარა-ლეაო დიდებული დუელი იქნება, მატჩის ბედს ფლანგები გადაწყვეტენ

„ნაპოლისა“ „მილანის“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში დაპირისპირებას იტალიურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

იტალიური Gazzetta წერს, რომ ამ ორმატჩიანი დუელის ბედს ფლანგებზე არსებული დაპირისპირება გადაწყვეტს და გამორჩეულად ლეაო-კვარას დუელზე ამახვილებს ყურადღებას.

„ნაპოლი-მილანის ბედს ფლანგები გადაწყვეტენ - კვარა-ლეაო დიდებული დუელი იქნება.

წარმოუდგენელი დაპირისპირება იქნება. ტეო დი ლორენცოს წინააღმდეგ, ტონალი და ლობოტკა, ოსიმენი და ჟირუ (ან ზლატანი?), და უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ეს იქნება კვარასა და ლეაოს დაპირისპირება. ფლანგური გარღვევები და გასროლები, ფანტაზია, აქ მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ბედი გადაწყდება“.

- წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი 4 აპრილს „სან სიროზე“ გაიმართება, განმეორებითი კი „დიეგო მარადონაზე“ 18 აპრილს არის ჩანიშნული.

ჩემპიონატში გამართული მატჩი, რომელიც „ნაპოლიმ“ მილანში 2:1 მოიგო დანაკლისით წარიმართა. „როსონერის“ ლეაო აკლდა, ნეაპოლელებს კი ოსიმენი. ამჯერად ორივე გუნდი ყველა ლიდერით იქნება წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზუსტად ამას ჰქვია ფეხბურთელმა თავისი გუნდი იპოვაო“ - ჩერჩესოვი ხვიჩაზე
„ზუსტად ამას ჰქვია ფეხბურთელმა თავისი გუნდი იპოვაო“ - ჩერჩესოვი ხვიჩაზე