რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ლევანდოვსკი: ყველას სურს პეპის ბარსას კოპირება, მაგრამ ასე სიტიც აღარ თამაშობს

რობერტ ლევანდოვსკიმ ფეხბურთის ცვლილებაზე და „ბარსელონაზე“ ისაუბრა.

პოლონელმა აღნიშნა, რომ ყველას გუარდიოლას „ბარსას“ კოპირება სურს, თუმცა უკვე პეპის „სიტიც“ კი აღარ თამაშობს იმავე სტილში.

„ფეხბურთი მუდმივად იცვლება. ყოველთვის. თუ, დღევანდელ გუნდებს შევადარებთ იმას, როგორი იყო ფეხბურთი ხუთი წლის წინ, მაშინ ყველაფერი სხვაგვარადაა. 10 წლის წინ ყველა ტიკი-ტაკას არ თამაშობდა. ახლა ფეხბურთი უფრო ტაქტიკაზეა ორიენტირებული. თითოეულმა გუნდმა იცის, როგორ მოემზადოს, როგორ დაიწიონ ღრმად დაცვაში ან შეცვალონ სათამაშო სქემა მატჩის მსვლელობისას.

ასე რომ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადაპტაცია, არამედ შესაძლოა იყოთ ერთი ნაბიჯით წინ დანარჩენზე და არ ეცადოთ გამოიყენოთ ერთი სისტემა, არ აირჩიოთ სქემა, რომლისთვისაც მოთამაშეები არ გყავთ. და ეს მნიშვნელოვანია.

ყველას სურს გუარდიოლას ბარსელონას კოპირება. მაგრამ თუ ახლა მანჩესტერ სიტის გადახედავთ, ისინი ასე აღარ თამაშობენ",

- თქვა ლევანდოვსკიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია