მბაპე წავა, ბელოტი მოვა?..
Aa
Aa

მბაპე წავა, ბელოტი მოვა?..

საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი „მონაკო“ კილიან მბაპეს გაშვების შემთხვევაში, იტალიური „ტორინოს“ ფორვარდ ანდრეა ბელოტის შეძენას გეგმავს.

„მონეგასკთა“ კიდევ ერთი კანდიდატურა „აიაქსის“ უნიჭიერესი თავდამსხმელი კასპერ დოლბერგია, თუმცა როგორც Gazzetta dello Sport და Sky Italia წერენ, ფრანგებს აქცენტი ბელოტიზე აქვთ.

23 წლის ბელოტის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. კულუარული ცნობებით, მას „მონაკო“ წლიურ ხელფასად 7-8 მილიონ ევროს შესთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები