მიკელ არტეტა
Aa
Aa

არტეტა ტენ ჰაგს: ტრავმები არ გვქონდა? მთელი სეზონი ტრავმები გვაქვს, მაგრამ შედეგს მაინც ვაღწევთ

მიკელ არტეტამ ერიკ ტენ ჰაგს პასუხი გასცა. ნიდერლანდელმა „არსენალზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ცოტა მარცხი ტრავმების ნაკლებობით აიხსნება. თავად „იუნაიტედს“ კი ამ მხრივ პრობლემები აქვს.

„სეზონში მხოლოდ სრული შემადგენლობა სულ ერთხელ გვყავდა, დანარჩენ დროს იყო ტრავმები, შეფერხებები. არსენალში კი ყველა მოთამაშე თითქმის ყოველთვის ხელმისაწვდომია“.

- ამბობს ტენ ჰაგი.

„მთელი სეზონის განმავლობაში ტრავმები გვქონდა. სმიტ-როუმ ოთხი თვე გამოტოვა, გაბრიელ ჟესუსმა ასევე ოთხი თვე, ზინჩენკომ ორთვენახევარი, პარტეიმ თვენახევარი, ნკეტია ასევე თვენახევრით დაგვაკლდა. უკვე საკმაოდ ბევრი ტრავმა გვქონდა, მაგრამ მოვახერხეთ და შედეგს მივაღწიეთ.

იმედგაცრუება არსად მიდის. ახლა ჩვენ ამას განვიცდით. თუმცა ახლა პრემიერ ლიგის 11 მატჩი დარჩა, 11 ფინალი. შემდეგ მატჩში კრისტალ პალასს დავუპირისპირდებით.

ჩვენ უნდა გამოვჯანმრთელდეთ და მთელი ენერგია ამ თამაშებში ჩავდოთ, უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, ვითამაშოთ უკეთესად, ვიდრე სპორტინგთან და მოვიგოთ“,

- განაცხადა არტეტამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქროს ბურთის მოგების კანდიდატია“ - ფრეიტასმა ხვიჩაზე ისაუბრა
„ოქროს ბურთის მოგების კანდიდატია“ - ფრეიტასმა ხვიჩაზე ისაუბრა