ხულიან ალვარესი
Aa
Aa

„მინდა, გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო“ - ალვარესმა სიტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა, ხულიან ალვარესმა „ქალაქელებთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. არგენტინელი თავდამსხმელი „ეტიჰად სტედიუმზე“ 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება და როგორც თავად ამბობს, „სიტიში“ ყოფნით ბედნიერია.

„სიტის მაისურით ჩატარებული პირველი სეზონით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ბევრად მეტის გაკეთება შემიძლია. ვიცი, რომ შემიძლია, უკეთესი ფეხბურთელი ვიყო და ეს კლუბი ყველაფერს მთავაზობს, რაც ჩემი პოტენციალის გამოსაყენებლადაა საჭირო.

მინდა, მთავარ მწვრთნელს, სამწვრთნელო შტაბის წევრებსა და ყველას, ვინც აქ, სცენის მიღმა მუშაობს, მადლობა გადავუხადო იმის გამო, რაც ჩემთვის გააკეთეს. მათგან უფრო მეტს უბრალოდ ვერ მოვითხოვდი. ესაა კლუბი, რომელიც თავის ფეხბურთელებს ყურადღებას აქცევს და ვგრძნობ, რომ მხარს მიჭერენ. ახლა ორიენტირებული ვარ, რომ მოვუმატო და სიტის ტიტულების მოგებაში დავეხმარო“, - განაცხადა ალვარესმა.

ცნობისთვის, ალვარესმა „სიტის“ მაისურით 33 შეხვედრა გამართა და 10 გოლი გაიტანა. მანამდე იგი „რივერ პლეიტის“ ღირსებას იცავდა, სადაც 122 მატჩში 54 გოლი და 31 საგოლე გადაცემა გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარადიშვილის მამამ ყველაფერი უარყო | დოკუმენტების გაფორმება არ მიმდინარეობს
მარადიშვილის მამამ ყველაფერი უარყო | დოკუმენტების გაფორმება არ მიმდინარეობს