ჰოლანდი დააჯარიმეს
ჰოლანდი დააჯარიმეს
რეალი მეოთხედფინალშია
რეალი მეოთხედფინალშია
კონტრაქტს ახანგრძლივებს
კონტრაქტს ახანგრძლივებს
ჰოლანდშოუ
ჰოლანდშოუ
რა სანქციები ემუქრება ბარსას
რა სანქციები ემუქრება ბარსას
მერაბი VS იანი ახლოვდება
მერაბი VS იანი ახლოვდება
კვარას რეკორდი
კვარას რეკორდი
გუტის საჩუქარი ხვიჩას
გუტის საჩუქარი ხვიჩას
მილანი მეოთხედფინალშია
მილანი მეოთხედფინალშია
პსჟ დამარცხებულია
პსჟ დამარცხებულია
ჩელსი მეოთხედფინალშია
ჩელსი მეოთხედფინალშია
FIFA THE BEST
FIFA THE BEST
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ჰაკიმი სკანდალში გაეხვა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
ფლუმინენსეში დაბრუნდა
დე ლაურენტისი კვარაზე
დე ლაურენტისი კვარაზე
მამარდას 5 სეივი
მამარდას 5 სეივი
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
რას ამბობს კოსტაკურტა კვარაზე
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ილიამ იცის, რომ კონორს გაანადგურებს
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
ჯორდანის ძალიან მაგარი ჟესტი
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
გოგა ინდიანაში აღარ ითამაშებს
„დიდება უკრაინას, არა ომს“ - რუსეთში მერაბის განცხადებას ცენზურა დაადეს
Aa Aa
16 მარტი 2023  |  19:45

„დიდება უკრაინას, არა ომს“ - რუსეთში მერაბის განცხადებას ცენზურა დაადეს

მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. ჩხუბის შემდეგ, „მანქანას“ ინტერვიუ ლეგენდარულმა მებრძოლმა, დანიელ კორმიემ ჩამოართვა და მერაბმა უკრაინას მხარი დაუჭირა.

„ომის წინააღმდეგი ვარ. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება თავისუფლებას. მხოლოდ თავისუფლება გვჭირდება. უარი ომს. გთხოვთ, შეწყვიტეთ ომი“, - განაცხადა მერაბმა და ღონისძიების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, იგივე გაიმეორა.

უკრაინული გამოცემების ინფორმაციით, რუსეთში მერაბის განცხადებებს ცენზურა დაადეს. UFC-ის პარტნიორი რუსული ტელეარხი, Match TV და იუთუბის არხი, Ufc Russia გახლავთ და დვალიშვილის სიტყვებს ვერც ერთ პლატფორმაზე ვერ იხილავთ. Match TV-იმ „მანქანის“ განცხადება ეთერში არ გაუშვა, UFC Russia-ს გვერდზე კი საერთოდ სხვა ინტერვიუ დევს, რომელშიც მერაბი მხოლოდ ბრძოლაზე და პიოტრ იანზე საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ Match TV Gazprom Media-ს მფლობელობაშია, რომელმაც 2021 წლის დეკემბერში, UFC-სთან თანამშრომლობაზე კონტრაქტი გააფორმა და ორგანიზაციის ოფიციალური პარტნიორი გახდა. „გაზპრომს" კრემლთან და რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირები აქვს.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
უარი რუსეთს - მარადიშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში სურს
უარი რუსეთს - მარადიშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში სურს