იურგენ კლოპი, კარიმ ბენზემა, ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

კლოპი: მოდრიჩსა და ბენზემას თამაში 45 წლამდე შეუძლიათ

იურგენ კლოპმა მადრიდს „რეალთან“ მატჩამდე მეტოქეზე საუბრისას ქარიმ ბენზემა და ლუკა მოდრიჩი გამოარჩია და აღნიშნა, რომ ორივე მათგანს თამაში 45 წლამდე შეუძლია.

„მართალია როცა ფაბინიო ამბობს, რომ რეალს სისხლის სუნი ასდის. ეს უზარმაზარი კლუბია. ცუდს ვერაფერს ვიტყვი. ამ კლუბს მთელი გულით პატივს ვცემ.

რეალს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს. მოდრიჩს შეუძლია 45 წლამდე ითამაშოს, ისევე როგორც ბენზემას. მათ ასევე ჰყავთ ახალგაზრდები. ჩვენ ვსაუბრობთ დიდ კლუბზე, მაგრამ ვიცით რამდენიმე რამ, რამაც შეიძლება ჩვენი პოზიცია გააძლიეროს.

ჩვენ ვნახეთ მადრიდის რეალი თამაში ამ ტურნირზე. ეს გუნდი არ იცვლება, ყველაფერში კარგია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იწყებს სასტარტოდან, რა ტაქტიკას ირჩევს. პრობლემა ის არ არის, რა შეუძლიათ მათ. ჩვენ ვიცით, რამდენად კარგია მადრიდის რეალი, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

რა თქმა უნდა, შევეცდებით. მაგრამ თქვენ გგონიათ, რომ აქ უკვე გასაკეთებელი არაფერია და ეს ჩვენთვის კარგია",

- განაცხადა კლოპმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უნდა მისცენ, თუ არა ხვიჩას 10-ნომრიანი მაისური - უმცროსი დიეგო მარადონას პასუხი
უნდა მისცენ, თუ არა ხვიჩას 10-ნომრიანი მაისური - უმცროსი დიეგო მარადონას პასუხი