სტალე სოლბაკენი
Aa
Aa

„საკუთარ კედლებში კარგად თამაშობენ“ - ნორვეგიის ნაკრების თავკაცი საქართველოზე

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა პრესკონფერენცია გამართა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. სკანდინავიელთა თავკაცმა მომდევნო მეტოქეებზე, ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებზეც ისაუბრა და „ჯვაროსნებს“ საკუთარ კედლებში კარგად მოასპარეზე გუნდი უწოდა.

„ძალიან კარგი იქნება თუ ესპანეთთან და საქართველოსთან მატჩების შემდეგ 3 ქულა გვექნება. ჯგუფურ ეტაპს ალბათ ორი ყველაზე რთული შეხვედრით ვიწყებთ. საქართველოს ნაკრები საკუთარ კედლებში კარგად თამაშობს. მათ შვედეთი დაამარცხეს და ესპანეთთან, საფინალო სასტვენამდე 10 წამით ადრე, ანგარიში 1:1 იყო.

ჯგუფური ეტაპის სტარტი ამაზე რთული ვერ იქნებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია, ძალიან გრძელი მგზავრობა გველოდება, თუმცა კარგი შეგრძნება მაქვს. საქართველოსთან და ესპანეთთან მატჩების შემდეგ, მომდევნო შეხვედრები საშინაო კედლებში გვაქვს და შედეგი, რომელსაც მათთან დავაფიქსირებთ, სამომავლოდ გამოგვადგება“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში ნორვეგიასთან, ესპანეთთან, კვიპროსთან და შოტლანდიასთან ერთად იმყოფება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 25 მარტს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო თამაშს კი ჩვენი გუნდი 28 მარტს ჩაატარებს. მარტში დაგეგმილი ორივე შეხვედრა ბათუმი არენაზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი გოლი მართლაც სიგიჟე იყო“ - ვიერიმ კვარაზე ისაუბრა
„მისი გოლი მართლაც სიგიჟე იყო“ - ვიერიმ კვარაზე ისაუბრა