მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„ქართული ძალა“ - ცნობილი ჟურნალისტების გამოხმაურება მერაბის ტრიუმფზე

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა კარიერის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და რუსი პიოტრ იანი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „მანქანამ“ თავისი მეტსახელი გაამართლა, პირველიდან ბოლო წამამდე დომინირებდა და მის ფენომენალურ ასპარეზობას ცნობილი ჟურნალისტები გამოეხმაურნენ.

ბრეტ ოკამოტო (ESPN-ის ჟურნალისტი): „მერაბი ამ საღამოს ისე გამოიყურებოდა, შეეძლო, 10 რაუნდი ეჩხუბა. არ ვიცი, ადამიანს შეუძლია თუ არა უკეთეს ფორმაში იყოს, ვიდრე მერაბი დღეს იყო“.

დენი სეგურა (MMA Junkie-ის ჟურნალისტი): „მერაბ დვალიშვილი 5-რაუნდიანი ჩხუბებისთვის არაა შექმნილი. ის 10-რაუნდიანი ჩხუბებისთვისაა შექმნილი“.

ტედი ატლასი (კრივის ლეგენდარული მწვრთნელი და კომენტატორი): „მერაბი საყიდლებზე როცა მიდის, მანქანას ალბათ 160 კმ/სთ-ს ავითარებინებს“.

მაქს რანდალი (MMA on point-ის რედაქტორი): „მერაბი მკვდარი როგორ არაა? უფრო მეტი მცდელობა დამანახა, ვიდრე ჩემმა მათემატიკის მასწავლებლებმა“.

დეიმონ მარტინი (MMA Fighting-ის ჟურნალისტი): „მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანი სრულიად გაანეიტრალა. ეს ყოფილი ჩემპიონისთვის არავის გაუკეთებია. დაუჯერებელი გამოსვლა იყო“.

ალჯამეინ სტერლინგი: „ქართული ძალა!“

ბელალ მუჰამედი: „საუკეთესო კარდიო, რომელიც მინახავს“.

ილია თოფურია: „საუკეთესო კარდიო UFC-ში“.

შეგახსენებთ, რომ იანთან მერაბმა UFC-ის რეკორდიც დაამყარა. დვალიშვილმა თეიქდაუნის განხორციელება 49-ჯერ სცადა და კეინ ველასკესის მიღწევა გააუმჯობესა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას მე-7 მშრალი მატჩი - ვალენსიას უმნიშვნელოვანესი გამარჯვება
მამარდას მე-7 მშრალი მატჩი - ვალენსიას უმნიშვნელოვანესი გამარჯვება