შონ ომალის პროგნოზი: „იანი მერაბს ტექნიკური ნოკაუტით მოუგებს“
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის პირველმა ნომერმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირებაზე პროგნოზი გააკეთა. ომალი რუსი მებრძოლის მხარეს გადაიხარა და მისი გამარჯვება ივარაუდა.
„ძალიან საინტერესო ჩხუბი გველოდება. შეძლებს მერაბი იანი ჭიდაობით გაანეიტრალოს? არ ვიცი და ინტრიგა სწორედ ესაა. ვფიქრობ, იანი, როგორც MMA-ის მებრძოლი, დვალიშვილზე უკეთესია. დიახ, მერაბი ძალიან მაგარია, მაგრამ მისი არსენალი შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, მისი იარაღები საკმარისია, რომ გამარჯვება მოიპოვოს.
ჩემი ოფიციალური პროგნოზი იანის მოგებაა და პიოტრი ბრძოლას მე-5 რაუნდში დაასრულებს. იანი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლია და მასთან ძალიან დაძაბული ჩხუბი მქონდა. მგონია, ის მე-5 რაუნდში, ბრძოლას ტექნიკური ნოკაუტით დაასრულებს“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს