ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ოფიციალურად - ხვიჩა კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელია

გუშინ, გაუწყეთ, რომ რამდენიმე უცხოური გამოცემის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ახლახან, ეს ოფიციალურად დადასტურდა და სერია A-ს „ტვიტერის“ გვერდმა „კვარას“ წარმატების შესახებ გვაუწყა.

ამ პრიზის მოპოვების შემდეგ, ცნობილ ვიდეოთამაშში, FIFA 23-ში კვარაცხელიას სპეციალური ქარდი გამოჩნდება. ხვიჩას საერთო რეიტინგი 86-ია. სისწრაფეში 90 დაუწერეს, დარტყმაში - 80, დრიბლინგში - 88, ფიზიკურობაში - 78, პასებში - 83, ხოლო დაცვაში - 50. იგი თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს „ატალანტასთან“ გასამართი მატჩის წინ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში, „ნაპოლიმ“ სერია A-ში 4 მატჩი გამართა და ოთხივე მოიგო. კვარაცხელიამ 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან „სპეციას“, „კრემონეზესა“ და „სასუოლოს“ კარი დალაშქრა, ასისტი კი „სპეციასთან“ გააკეთა.

გეტყვით იმასაც, რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდს 65 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „პარტენოპეის“ მომდევნო გაჩერება „ატალანტაა“, რომელსაც საკუთარ კედლებში მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტოქის ფარზე ბრწყინვალე იყო“ - ბითაძის კარგი მატჩი იუტასთან
„მეტოქის ფარზე ბრწყინვალე იყო“ - ბითაძის კარგი მატჩი იუტასთან