ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მან არ აირჩია ნეიტრალური პოზიცია“ - იტალიელი მწერალი ხვიჩას აქებს

იტალიელი მწერალი და ჟურნალისტი რობერტო სავიანო საქართველოში გამართულ დემონსტრაციას ეხმაურება და ხაზს ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციას უსვამს. მის კომენტარს Ilmattino ავრცელებს.

„კვარაცხელია ქართველი დემონსტრანტების გვერდით იყო, რომლებიც ევროპასთან დაახლოებას ითხოვენ და პუტინის წინააღმდეგ გამოდიან. მისი პოზიცია ქართველი ოლიგარქის წინააღმდე იყო, რომელიც პუტინთან დაახლოებულია.

კვარას მხრიდან ამგვარი რამ პირველად არ ხდება: მან დატოვა რუსული გუნდი, უკრაინაში დაწყებული ინტერვენციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. მას არ აურჩევია, რომ ნეიტრალური პოზიციით ამ ყველაფრის თანამონაწილე, თანამზრახველი ყოფილიყო“.

Ilmattino წერს, რომ ხვიჩა პროტესტის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა.

შეგახსენებთ, საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ხვიჩა კვარაცხელია Facebook-ში გამოეხმაურა. მან რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს მხარი დაუჭირა, შემდეგი რამ დაწერა: „საქართველოს მომავალი ევროპაშია“.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა დემონსტრანტების მოთხოვნა გაითვალისწინა და რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისგან პროგრესს აღარ ველი, პიკს მიაღწია“ - კარადენიზი ხვიჩაზე
„მისგან პროგრესს აღარ ველი, პიკს მიაღწია“ - კარადენიზი ხვიჩაზე