ხვიჩა კვარაცხელია, დარიო მარკოლინი
Aa
Aa

მარკოლინი: „ნაპოლის შეუძლია 90-ქულიან ზღვარს გადაცდეს“

რომის „ლაციოსა“ (1992-00) და „ნაპოლის“ (2003-04) ყოფილმა ფეხბურთელმა დარიო მარკოლინიმ იტალიურ მედიასთან „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, „ნაპოლის“ რეალური შანსი აქვს 90-ქულიან ზღვარს გასაცდეს.

„ლაციომ“ „ნაპოლის“ მომენტების შექმნის შანსი არ მისცა, კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები მომენტებს ვერ ქმნიდნენ. „ნაპოლი“ „ლაციოს“ თამაშის სტილმა გააბრაზა, მეტოქე მოკლე პასებით თამაშობდა. ფრე სამართლიანი შედეგი იყო. კვარაცხელია ბურთის მოგერიებისას შეცდა, რადგან ვეცინომ საჭირო გოლი გაიტანა.

გარდა ამ მარცხისა, მიმდინარე სეზონში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, თუ „ნაპოლი“ ასე ასპარეზიბას გააგრძელებს, სერია ა-ში 90-ქულიან ზღვარს გადაცდება“.

სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 25 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 65 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს. სეზონის დასრულებამდე 13 ტურია დარჩენილი. 

26-ე ტურში „ნაპოლი“ ბერგამოს „ატალანტას“ მიიღებს, შეხვედრა 11 მარტს ნეაპოლში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მან არ აირჩია ნეიტრალური პოზიცია“ - იტალიელი მწერალი ხვიჩას აქებს
„მან არ აირჩია ნეიტრალური პოზიცია“ - იტალიელი მწერალი ხვიჩას აქებს