მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„მერაბი კლოუნია, იანი დაამარცხებს“ - ჰენრი სეხუდოს პროგნოზი

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ორი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის ყოფილმა მფლობელმა, ჰენრი სეხუდომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბზე ისაუბრა. სეხუდომ პროგნოზი გააკეთა და რუსი მებრძოლის გამარჯვება ივარაუდა.

„ამ ჩხუბზე პროგნოზის გაკეთება რთულია. პიოტრ იანს UFC-ის Performance Institute-ში შევხვდი და ვნახე, რომ მის გვერდით დაღესტნელი მებრძოლი იყო, რომელიც ძალიან მაღალი დონის მოჭიდავეა. ეს ნიშნავს, რომ იანი ამ ჩხუბს მთელი სერიოზულობით უდგება. მერაბი და იანი განსხვავებული სტილის მებრძოლები არიან და მთავარი, რაზეც მინდა, აქცენტი გავაკეთო არის ის, რომ დვალიშვილს 5-რაუნდიანი ბრძოლა არც ერთხელ ჩაუტარებია. მერაბს აქვს უნარი, 5 რაუნდის განმავლობაში იჭიდაოს, მაგრამ საკითხავია ენერგიის შენარჩუნებას შეძლებს თუ არა.

ალჯამეინ სტერლინგისა და პიოტრ იანის ბრძოლისას ნახეთ, რომ მე-4 და მე-5 რაუნდში ალჯოს დაღლილობა ეტყობოდა. ზედმეტად ბევრმა ჭიდაობამ შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეგიქმნას. 3-რაუნდიანი ბრძოლა რომ იყოს, მერაბს ავირჩევდი, მაგრამ იანს საჩემპიონო გამოცდილება აქვს და ყოფილი ჩემპიონია, რის გამოც, მისკენ ვიხრები. ასე რომ, მერაბ, კლოუნის გარდა არაფერი ხარ. ალბათ, ასე იმიტომ გექცევი, რომ შენი მეგობარი (ალჯოზეა საუბარი) კონტრაქტს ხელს არ აწერს, მაგრამ ჩემი რჩეული პიოტრ „მახინჯი კარტოფილი“ იანია“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს 12 მარტს, UFC Fight Night 221-ზე დაუპირისპირდებიან. ორთაბრძოლა საქართველოს დროით დილის 05:00 საათიდან უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფლორენტინო პერესზე მეტს აკეთებს“ - რეალის ქომაგები გუტის ჟესტზე
„ფლორენტინო პერესზე მეტს აკეთებს“ - რეალის ქომაგები გუტის ჟესტზე