შტუტგარტი
Aa
Aa

34 წლის ასაკში შტუტგარტის ყოფილი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

საფეხბურთო სამყაროში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. გერმანიის ასაკობრივი ნაკრებისა და შტუტგარტის ყოფილი ფეხბურთელი სებასტიან ჰერტნერი 34 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.

ტრაგედია სათხილამურო კურორტზე მოხდა. ჰერტნერი მონტენეგროში მდებარე კურორტზე ისვენებდა. ის თავის მეუღლესთან ერთად სამთო საბაგიროზე იჯდა, რა დროსაც სკამი საბაგიროს მოწყდა და ისინი 70 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნენ.

სამწუხაროდ, სებასტიან ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე ფეხის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, სებასტიან ჰერტნერმა მთელი კარიერა ძირითადად გერმანიაში გაატარა და არაერთ კლუბში ითამაშა. ასევე, მან გერმანიის 18-წლამდე ნაკრებში 14, ხოლო 19-წლამდე ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები