ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

2025 წლის დასამახსოვრებელი მომენტები - მერაბი და ილია UFC-ის რჩეულებში

UFC-მ 2025 წლის დასამახსოვრებელი მომენტების სპეციალური ვიდეოკოლაჟი გააკეთა, რომელიც როგორც ბრძოლებს და ნოკაუტებს, ისე მებრძოლების მხრიდან წარმოთქმულ სახალისო ფრაზებსა და კურიოზულ მომენტებს ასახავს.

ვიდეოკოლაჟში ქართველი მებრძოლების - ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის მომენტებიც არის აღბეჭდილი. UFC-ის ვერსიით, დასამახსოვრებელ მომენტებში მერაბ დვალიშვილის უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლა და ილია თოფურიას მიერ ჩარლზ ოლივეირასთან შესრულებული ნოკაუტია.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი 2025 წლის დასაწყისში დაამარცხა, რითაც სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა, ილია თოფურიამ კი მსუბუქი წონითი დივიზონის საჩემპიონო ჩხუბში შეძლო ლეგენდარული ჩარლზ ოლივეირას დანოკაუტება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პრობლემებს აუცილებლად შეუქმნის“ | UFC-ის ექს-ჩემპიონი ილიასა და არმანზე
„პრობლემებს აუცილებლად შეუქმნის“ | UFC-ის ექს-ჩემპიონი ილიასა და არმანზე