მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„წარმოუდგენელი წელი ჰქონდა“ | მერაბ დვალიშვილი ESPN-ის რჩეულია

MMA Junkie-ის შემდეგ მერაბ დვალიშვილი წლის საუკეთესო მებრძოლად ESPN-მაც დაასახელა. ავტორიტეტული პორტალის ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში „მანქანამ“ ალექს პერეირას, ისლამ მახაჩევსა და ილია თოფურიას აჯობა.

„შეგვიძლია ვიკამათოთ, შეეჭიდა თუ არა მერაბ დვალიშვილი იმაზე მეტს, რასთან გამკლავებაც შეეძლო, თუმცა ეს ვერაფერს აკლებს იმ ფაქტს, რომ ყოფილ ჩემპიონს წარმოუდგენელი წელი ჰქონდა. 2025 წელს მისი პირველი ბრძოლა უმარ ნურმაგომედოვთან იყო, რომელსაც დომინანტურად აჯობა და ღონისძიების საუკეთესო ჩხუბის ბონუსიც მიიღო.

ნურმაგომედოვის შემდეგ დვალიშვილი შონ ომალის დაუპირისპირდა, რომელიც UFC 316-ზე დააფინიშა. ომალისთან ბრძოლას მოჰყვა კორი სენდჰეგენთან ნაჩვენები მასტერკლასი UFC 320-ზე. არ ვიცით, პიოტრ იანთან მარცხი მერაბის გადაწვით იყო გამოწვეული თუ მეტოქის მიერ გატარებული ცვლილებებით, თუმცა დვალიშვილის გამბედაობა — ერთ წელიწადში ოთხი ბრძოლა გაემართა ეპოქაში, რომელშიც ჩემპიონები წელიწადში ორჯერაც იშვიათად ჩხუბობენ — მას სხვებისგან მკვეთრად გამოარჩევს“, — წერს ESPN.

ცნობისთვის, MMA Junkie-მაც საკუთარ ჟურნალისტებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის შედეგადაც პირველი ადგილი მერაბ დვალიშვილმა დაიკავა. „მანქანამ“ ისლამ მახაჩევსა და პიოტრ იანს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წლის საუკეთესო მებრძოლი | MMA Junkie-მ მერაბ დვალიშვილი გამოარჩია
წლის საუკეთესო მებრძოლი | MMA Junkie-მ მერაბ დვალიშვილი გამოარჩია