სერხიო რამოსი, დანი კარვახალი, ფრანკ რიბერი, პეპე
Aa
Aa

„მოსაკლავად დამსდევდნენ“ | რიბერისა და ადურისის ისტორიები პეპე-რამოსის დუეტზე

ფრანკ რიბერიმ და არიც ადურისმა „რეალის“ ყოფილ ფეხბურთელებზე, პეპესა და სერხიო რამოსზე ისაუბრეს. რიბერიმ 2014 წელს, „სამეფო კლუბთან“ გამართული შეხვედრა, დანი კავახალთან დაპირისპირება და პეპე-რამოსის დუეტის რეაქცია გაიხსენა. 

„დანი კარვახალთან შელაპარაკება მომივიდა და მას სახეში გავარტყი. ამ ეპიზოდის შემდეგ პეპემ და რამოსმა ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციეს. ყოველთვის, როცა ბურთს ვეხებოდი, მათ ჩემი მოკვლა უნდოდათ. საფეხბურთო მატჩი სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლად იქცა. პეპე ბურთზე აღარც კი მიდიოდა — მე დამსდევდა“.

პეპე–რამოსის დუეტის წინააღმდეგ თამაში მარტივი არავისთვის ყოფილა და ამას არიც ადურისის ისტორიაც ადასტურებს. ერთ-ერთ ეპიზოდში ადურისმა პეპეს თავში მოარტყა, რის შემდეგაც მასთან რამოსი მივიდა და ჰკითხა: „გინდა, სტადიონიდან ლიფტით გახვიდე თუ სასწრაფო დახმარების მანქანით?“

ადურისი რამოსის შეკითხვით გაკვირვებული დარჩა და სერხიოს სთხოვა, დაეკონკრეტებინა, რატომ მიმართა მას ასეთი სიტყვებით. რამოსის პასუხი ასეთი იყო: „პეპემ მთხოვა, გადმომეცა.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პრობლემებს აუცილებლად შეუქმნის“ | UFC-ის ექს-ჩემპიონი ილიასა და არმანზე
„პრობლემებს აუცილებლად შეუქმნის“ | UFC-ის ექს-ჩემპიონი ილიასა და არმანზე