არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ცარუკიანთან შეხვედრა UFC-მ ამიკრძალა“ - პრატესი ჩაშლილ ღონისძიებაზე

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა კარლოს პრატესმა ერთ-ერთი სპორტული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში იმ ჩაშლილ ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელშიც მონაწილეობის დიდი სურვილი ჰქონდა. 32 წლის ბრაზილიელმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ ის დეკემბრის ბოლოს სომხეთის დედაქალაქში აპირებდა ჩასვლას, თუმცა ეს ყველაფერი აღარ გამოუვა და საკუთარი გეგმების ჩაშლის მიზეზებზე საჯაროდ ისაუბრა.

კარლოს პრატესი

16 წლიდან ჯიუ-ჯიცუში ვვარჯიშობდი და შავი ქამრის მფლობელი ვარ. როდესაც ამ თვისებებს ბრძოლის დროს ვიყენებ, ხალხს უკვირს, თუ საიდან ვფლობ მსგავს ტექნიკურ უნარებს, თუმცა ალბათ ამის შემდეგ აღარ გაუკვირდებათ. მე შემომთავაზეს 30 დეკემბერს, სომხეთში გრეპლინგში არმან ცარუკიანთან დაპირისპირება, რაზეც თანახმა ვიყავი, თუმცა UFC-ის ხელმძღვანელებმა ერევანში ჩასვლა ამიკრძალეს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ 30 დეკემბერს ცარუკიანი გრეპლინგში შარაბუტდინ მაგომედოვს დაუპირისპირდება, ხოლო პრატესის განცხადების შემდეგ, ბევრი ვარაუდობს, რომ UFC-ის მხრიდან მსგავსი აკრძალვა ისევ და ისევ დენა უაითსა და არმან ცარუკიანს შორის ერთი წლის წინ დაწყებული კონფლიქტის გამოძახილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იანი ათი თავით მაღლა იდგა“ - ალბაზი მერაბისა და იანის ბრძოლაზე
„იანი ათი თავით მაღლა იდგა“ - ალბაზი მერაბისა და იანის ბრძოლაზე