პარი სენ ჟერმენი, იულიან ნაგელსმანი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

“პირველივე წუთიდან დიდ ზეწოლას ველოდები“ - ნაგელსმანი პსჟ-სთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში „ბაიერნი“ „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლებს. თამაშის წინ, „რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ნაგელსმანი:

„პირველ რიგში სწრაფი გოლი უნდა ავირიდოთ. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ დაცვის ხაზს. ლეო მესის სახიფათო პასების გაკეთების საშუალება არ უნდა მივცეთ. „პარი სენ ჟერმენს“ მკაფიო იდენტობა და გეგმა აქვს. მათ უამრავი ხიფათის შექმნა შეუძლიათ. თუ მატჩს არასწორად მივუდგებით, აუცილებლად დავისჯებით.

ჩვენს მეტოქეს ერთი გოლი სჭირდება და ყველაფერი ახლიდან დაიწყება. ველოდები, რომ მატჩის პირველივე წუთებიდან დიდ ზეწოლას განახორციელებენ. ისინი ლიგა 1-ში ხშირად თამაშობენ სიღრმიდან და კონტრ-შეტევებზე ძალიან სწრაფად გადადიან. მათი თამაში ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იმყოფება კარგ ფორმაში.

პირველ შეხვედრაში კილიან მბაპე ძირითად შემადგენლობაში არ იყო და ამან მათ საქმე გაურთულა. როდესაც ის მოედანზე გამოჩნდა ბევრი რამ შეიცვალა. ვფიქრობ, მიუნხენში გაცილებით ინტენსიური და შემტევი ფეხბურთი იქნება, ვიდრე პარიზში.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება მიუნხენის „ბაიერნმა“ მოიგო. ერთადერთი გოლი კომანმა გაიტანა. განმეორებითი შეხვედრა 8 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დიახ, ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა“ - კონტე მილანთან მატჩის წინ
“დიახ, ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა“ - კონტე მილანთან მატჩის წინ