ნაპოლი, მანჩესტერ იუნაიტედი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედის პირველი სამიზნე ოსიმენი იქნება

ახალი არავისთვის არის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ თავდამსხმელის ძიებაშია. ამ ყველაფრის ფონზე კი ნიგერიელმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მისი ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია.

24 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მისით ევროპული გრანდები ინტერესდებიან. ყველაზე დიდ ყურადღებას კი ერიკ ტენ ჰაგის გუნდი იჩენს.

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამბობს, რომ ოსიმენს 150 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა. ფული „მანჩესტერისთვის“ პრობლემა არ არის და როგორც Goal.Com იუწყება, ვიქტორი ზაფხულში „იუნაიტედის“ ნომერ პირველი სამიზნე იქნება.

შეგახსენებთ, რომ „წითელი ეშმაკები“ ჰარი კეინისთვისაც იბრძოდნენ, მაგრამ „ტოტენჰემი“ საკუთარ კაპიტანს არსად უშვებს. იყო პერიოდი, რომ გლეიზერები მის ყიდვასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ოსიმენმა „ნაპოლის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 26-ჯერ მოირგო, 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დე ლაურენტისმა მათ შესანარჩუნებლად უკიდურესი მსხვერპლი უნდა გაიღოს“ - სატრანსფერო ექსპერტი
„დე ლაურენტისმა მათ შესანარჩუნებლად უკიდურესი მსხვერპლი უნდა გაიღოს“ - სატრანსფერო ექსპერტი