ასეთებიც ხდება - NBA-იმ იანისს სამმაგი დუბლი გაუუქმა
„მილუოკი ბაქსმა“ ბოლო შეხვედრა „ვაშინგტონ უიზარდსის“ წინააღმდეგ გამართა და 117:111 იმარჯვა. ვისკონსინელთა წარმატებაში უდიდესი წვლილი იანის ანტეტოკოუნმპომ შეიტანა, რომელმაც მატჩი სამმაგი დუბლით დაასრულა და 23 ქულა, 10 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება მიითვალა.
ბერძენმა კალათბურთელმა მე-10 მოხსნა ბოლო წამებზე გააკეთა. საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და „ვაშინგტონის“ კალათბურთელები დაცვას აღარ თამაშობდნენ, იანისმა ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანა და „უიზარდსის“ სამწამიანში სრულიად მარტო აღმოჩნდა. ანტეტოკოუნმპომ ისე ისროლა, რომ თავადვე მოეხსნა და მე-10 მოხსნა და სამმაგი დუბლი მიეთვალა.
And just like that Giannis gets the triple-double!! pic.twitter.com/oKWDoNrQzL
— Milwaukee Bucks (@Bucks) March 6, 2023
თავდაპირველად, იანისს ტრიპლ-დაბლი ჩაუთვალეს, მაგრამ რამდენიმე საათის წინ, ვითარება შეიცვალა. ESPN-ის ჟურნალისტის, ზაკ ლოუის ინფორმაციით, NBA-იმ ანტეტოკოუნმპოს ზემოთ ხსენებული, მე-10 მოხსნა გაუუქმა, რადგან წესების მიხედვით, პარკეტიდან განხორციელებული სროლა ოფიციალური რომ იყოს, კალათბურთელს ბურთის ჩაგდების განზრახვა უნდა ჰქონდეს. ბერძენის სროლა ასეთი ნამდვილად არ ყოფილა და იანისს 9 მოხსნა და ორმაგი დუბლი დარჩა.
The league has rescinded Giannis Antetokounmpo's 10th rebound last night--and thus his triple-double, sources tell ESPN. League rules say that for a field-goal attempt to count as official, the player has to shoot "with intent to score a field-goal" -- i.e. to make the shot.
— Zach Lowe (@ZachLowe_NBA) March 6, 2023
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ბერძენი კალათბურთელი საშუალოდ 31.2 ქულას, 11.9 მოხსნას, 5.5 შედეგიან გადაცემასა და 0.7 ჩაჭრას აგროვებს.