მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

მერაბს 50 000 დოლარი ჯერ არ მიუღია - რუს მებრძოლებს უცნაური მიზეზი აქვთ

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ალჯამეინ სტერლინგის პოდკასტში იყო მიწვეული და ანატოლი მალიხინთან დადებულ სანაძლეოზე ისაუბრა. მერაბმა და მალიხინმა სანაძლეო პიოტრ იანისა და ალჯამეინ სტერლინგის ჩხუბზე დადეს და „ალჯოს“ გამარჯვების წყალობით, „მანქანამ“ 50 000 მოიგო, რომელიც ჯერ კიდევ არ მიუღია. სტერლინგის პოდკასტში „მანქანამ“ სწორედ ამ თემაზე ისაუბრა და ის უცნაური ახსნა-განმარტებაც გაგვიზიარა, რომელიც იანისგან მიიღო.

„დრო მოვიდა, იანი თავმდაბალი გავხადოთ. გასულ კვირას, მას UFC-ის PI-ში (Performance Institute, ადგილი, სადაც მებრძოლები ემზადებიან) შევხვდი და ერთმანეთს გავესაუბრეთ. ვკითხე, სად იყო ფული, რომელიც მისმა მეგობარმა წააგო. ვინც არ იცით, როცა ალჯო იანს ეჩხუბებოდა, მე და ანატოლი მალიხინმა, რომელიც ONE FC-ის ორი საჩემპიონო ქამრის მფლობელია, სანაძლეო დავდეთ და ამის შესახებ მთელმა საქართველომ და რუსეთმა იცოდა. მას ჩემი 50 000 დოლარი მართებს.

მოკლედ, იანს ვკითხე, ფული სადაა-მეთქი და ასე მიპასუხა: „რეალურად, ალჯოსთან არ წამიგია და ანატოლის ვუთხარი, ფული არ მოეცა, რადგან სტერლინგთან არ დავმარცხებულვარ“. მახსოვს, მაშინ ვიფიქრე, შეხედეთ, ამ სულელ ბიჭს-მეთქი. იანი ძალიან სულელია“.

შეგახსენებთ, რომ იანი სტერლინგთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, რომელიც ერთსულოვანი არ ყოფილა. რუსი მებრძოლი თვლის, რომ მას გამარჯვება და საჩემპიონო ქამარი წაართვეს და მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. მალიხინისთვის იმის თქმა, რომ მერაბისთვის ფული არ მიეცა, სწორედ ამან განაპირობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ყველას გვიყვარს, განსაკუთრებული ბიჭია“ - ვიქტორ ოსიმენი
„კვარა ყველას გვიყვარს, განსაკუთრებული ბიჭია“ - ვიქტორ ოსიმენი