ერიკ ტენ ჰაგი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი
Aa
Aa

„ეს არის ენფილდი“ - ტრენტმა ტენ ჰაგს უპასუხა

ინგლისის პრემიერ ლიგის 24-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „ლივერპულმა“ ენფილდზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 7:0 გაანადგურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მერსისაიდული გუნდის მცველმა, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, ფონზე კი სტადიონის ლოგოა, რომელზეც წერია - „ეს ენფილდია“.

ბუნებრივია, ინგლისელი ფეხბურთელი ამით „წითელი ეშმაკების“ მთავარ მწვრთნელ, ერიკ ტენ ჰაგს პასუხობს, რომელმაც შეხვედრის გამართვამდე განაცხადა, რომ მისთვის „ენფილდის“ ატმოსფერო არაფერს ნიშნავდა:

„ენფილდზე არსებული ატმოსფერო მტრულად არ მიმაჩნია. მოედანი ყველგან ერთი და იგივე ზომისაა, ბურთი მრგვალია, სამი მსაჯია და საერთო ჰაერია“, - ამბობდა ტენ ჰაგი.

ამ კომენტარის გაკეთებიდან მეორე დღეს, ნიდერლანდელი სპეციალისტის გუნდის კარში პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველად დამარცხდა 7-ბურთიანი სხვაობით.

26 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ სატურნირო ცხრილში 49 ქულით მესამე ადგილს იკავებს, „ლივერპული“ კი 42 ქულით მე-6 პოზიციაზე აღზევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან გაბრაზებული ვარ“ - ტენ ჰაგი ლივერპულთან მარცხზე
„ძალიან გაბრაზებული ვარ“ - ტენ ჰაგი ლივერპულთან მარცხზე