ნოვაკ ჯოკოვიჩი, ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ჯოკოვიჩი ინდიან-უელსს ჩაეხსნა - მას ბასილაშვილი ჩაანაცვლებს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ინდიან-უელსის მასტერსს ოფიციალურად ჩაეხსნა. სერბ ჩოგბურთელს აშშ-ში შესვლის უფლება არ მისცეს, რადგან ვაქცინირებული არაა. „ნოლემ“ გამონაკლისის დაშვება მოითხოვა, მაგრამ Homeland Security-ისგან უარი მიიღო.

„მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი 2023 წლის NBP Paribas-ის ღია პირველობას ჩაეხსნა. მისი ჩახსნის შემდეგ, ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილი გადაინაცვლებს“ - ნათქვამია ინდიან-უელსის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ არავაქცინირებული უცხოელების ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 11 მაისამდე გაახანგრძლივა. თუ ეს აკრძალვა კიდევ გახანგრძლივდა, ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობასაც გამოტოვებს. ამჟამინდელი მონაცემებით, მას ინდიან-უელსისა და მაიამის მასტერსებზე ვერ ვიხილავთ.

გეტყვით იმასაც, რომ ბასილაშვილს 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და მისი მეტოქის ვინაობა უახლოეს საათებში გაირკვევა. 2021 წელს, „ბასილა“ ინდიან-უელსის ფინალში გავიდა, სადაც კემერონ ნორისთან 3 სეტში დამარცხდა - 6:3, 4:6, 1:6.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლ ბოლმა აუგდო და ჩატენა - ბითაძის 4 ქულა პორტლენდთან
ბოლ ბოლმა აუგდო და ჩატენა - ბითაძის 4 ქულა პორტლენდთან