ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

კარლსრუეს თავდამსხმელი ბუდუზე: „კონკურენციის არ მეშინია, ეს კარგიცაა“

„კარლსრუეს“ თავდამსხმელმა, ფაბიან შლეიზენერმა გუნდის ახალწვეულზე, ბუდუ ზივზივაძეზე ისაუბრა. გერმანელ ცენტრფორვარდს ბუდუს ტრანსფერის შემდეგ გაჩენილ კონკურენციაზე ჰკითხეს და ფაბიანმა განაცხადა, რომ ეს გუნდისთვის ძალიან კარგია.

„პირველ რიგში, მინდა, მას ვუსურვო, რომ აქაურობას შეეგუოს და გუნდში ინტეგრაცია უპრობლემოდ გაიაროს. ჩვენ ყველას, ვინც მიზნების მიღწევაში გვეხმარება, კარგად ვიღებთ. მე რაც შემეხება, კონკურენციის არ მეშინია, რადგან კონკურენცია კარგი რამაა და მოტივაციას მაძლევს, რომ უკეთ ვითამაშო და გოლები გავიტანო“.

შეგახსენებთ, რომ მე-20 ტურში, „ფიურტთან“ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა მარჯვენა ფეხის მუხლის ანთებამ შეაწუხა, რის გამოც „ზანდჰაუზენთან“ და „რეგენსბურგთან“ მატჩები გამოტოვა. როგორც BNN წერს, შესაძლოა, 23-ე ტურში როსტოკის „ჰანზასთან“ მატჩში მისი დებიუტი შედგეს.

ცნობისთვის, „კარლსრუე“ კარგ ფორმაში იმყოფება და 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბუდუს გუნდმა ზედიზედ 3 შეხვედრაში იმარჯვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. „კარლსრუე“ მე-10 პოზიციას იკავებს და მე-17 ადგილზე მყოფ „რეგენსბურგს“ 8 ქულით უსწრებს. „ჰანზასთან“ მატჩს რაც შეეხება, ის ზეგ, თბილისის დროით, 16:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი მახრჩობელა ილეთით - ლიპარტელიანის ვერცხლი გრანდ სლემზე
მარცხი მახრჩობელა ილეთით - ლიპარტელიანის ვერცხლი გრანდ სლემზე