ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პანდევი: „კვარაცხელია ძალიან მომწონს, ნაპოლი ლამაზ ფეხბურთს თამაშობს“

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გორან პანდევმა, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ისტორიული გოლი გაუტანა და ჩრდილოეთ მაკედონია ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, ხვიჩა კვარაცხელიაზე და ლუჩანო სპალეტის გუნდზე ისაუბრა. პანდევი „პარტენოპეის“ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ის სტუმარი იყო და ნეაპოლელთა შემტევები შეაქო.

„ნაპოლის შეუძლია, ჩემპიონთა ლიგაზე რაღაც განსაკუთრებული გააკეთოს. პარტენოპეი ევროპაში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და მოედანზე ყოფნით სიამოვნებას იღებს. სპალეტიმ ბრწყინვალე სამუშაო გასწია და ვფიქრობ, ნეაპოლი ამას ნამდვილად იმსახურებდა. სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ მათ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლიათ.

კვარაცხელია ძალიან მომწონს და იმავეს ვიტყვი ნაპოლის შეტევის ხაზზე. პარტენოპეის შემტევები სწრაფები არიან, შეუძლიათ, სიღრმეებში შეიჭრან და მეტოქეებზე წავიდნენ. ლაციოსთვის ამ ნაპოლის შეჩერება ურთულესი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მილიონების კუმირია, ბრწყინავს“ - სლუცკიმ ხვიჩაზე ისაუბრა
„მილიონების კუმირია, ბრწყინავს“ - სლუცკიმ ხვიჩაზე ისაუბრა