ხვიჩა კვარაცხელია, ანხელ დი მარია, ვიქტორ ოსიმენი, ალექსეი მირანჩუკი, ფედერიკო ბასკიროტო
Aa
Aa

თებერვლის თვის საუკეთესო - კვარა ტოპ 5-შია

სერია ა-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე ხვიჩა კვარაცხელია, ანხელ დი მარია, ფედერიკო ბესკიროტო, ალექსეი მირანჩუკი და ვიქტორ ოსიმენი არიან ნომინირებულნი.

სერია ა-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად „ნაპოლის“ ქართველი შემტევი დასახელდა. 22 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს ოთხ თამაშში 3 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა. ასე რომ, მას აღნიშნული პრიზის მოგება მეორედ შეუძლია.

რაც შეეხება ხვიჩას კონკურენტებს, თებერვალში ოსიმენმა სერია ა-ს 4 მატჩში 5 გოლი შეაგდო. 35 წლის დი მარიამ 4 შეხვედრაში 1 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. „ტორინოს“ რუსმა შემტევმა ალექსეი მირანჩუკმა სერია ა-ს 4 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ლეჩეს“ ცენტრალური მცველის, ფედერიკო ბერსკიროტოს ანგარიშზე 4 თამაშში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.

ხმის მიცემა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://serieapotm.easports.com/

გამოკითხვა ხუთ მარტამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მილიონების კუმირია, ბრწყინავს“ - სლუცკიმ ხვიჩაზე ისაუბრა
„მილიონების კუმირია, ბრწყინავს“ - სლუცკიმ ხვიჩაზე ისაუბრა