ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ჯანფრანკო ძოლა
Aa
Aa

ძოლას შოუ BT Sport-ზე - ჯერ კვარა და ოსიმენი შეაქო, შემდეგ იმღერა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ჯანფრანკო ძოლამ BT Sport-ის ერთ-ერთ გადაცემაში, ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიზე“ ისაუბრა და დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე ბოლო სტუმრობა გაიხსენა. ძოლამ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შეაქო, მაყურებლებს საინტერესო ისტორია გაუზიარა და წაიმღერა ის, რასაც ტრიბუნებზე მყოფი ნეაპოლელები მღერიან.

„ჰგავს ეს გუნდი ჩემს ნაპოლის, რომელმაც სკუდეტო მოიგო? დიახ, ბევრი მსგავსების დანახვა შეგვიძლია. ამ ნაპოლიშიც არიან სუპერვარსკვლავები, რომლებიც ძალიან, ძალიან კარგად თამაშობენ. ალბათ, იმ ფეხბურთელების დონეზეც იმყოფებიან, რომლებიც მაშინდელი ნაპოლის ღირსებას იცავდნენ. სამწუხაროდ, იმ ლეგენდების მსგავსი ფეხბურთელები დღესდღეობით თითქმის აღარ არიან, მაგრამ, შემიძლია, ამ ნაპოლიდან ორი მოთამაშე გამოვარჩიო და საუბარი კვარაცხელიაზე და ოსიმენზე მაქვს. ისინი მაგარ რაღაცებს აკეთებენ. მათ ერთმანეთის და გუნდის ძალიან კარგად ესმით და თავიანთი თამაშით ყველას აოცებენ. ეს ყველაფერი ამ ნაპოლის საოცარ გუნდად აქცევს და ჩვენთან ახლოს აყენებს. ამ ორის მსგავსად, ჩვენ მარადონა და კარეკა გვყავდა, სხვა ტოპ ფეხბურთელები კი უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ.

ტრიბუნებზე შექმნილი ატმოსფეროც თითქმის იგივეა. ვერც წარმოიდგენთ, რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივრებისთვის ნაპოლი. აქ სპორტული მხარე მთავარი არაა, ეს ბევრად მეტია, ვიდრე ფეხბურთი და ისინი ჩრდილოეთს ახლიდან უპირისპირდებიან. შემიძლია, ერთი სასაცილო ისტორიაც გაგიზიაროთ. ახლახან, ნაპოლის თამაშზე ჩემს ადვოკატთან ერთად ვიყავი, რომელიც თითქმის 70 წლისაა. მისვლიდან 2 წუთის შემდეგ, მან სიმღერა და ცეკვა დაიწყო და ეს იდეალურად აღწერს, ქომაგებს თავიანთი გუნდი როგორ უყვართ. რას მღეროდა? აი, ამას:"

რას მღერის ძოლა - „E Se ne va, la capolista se ne va! - ლიდერი მიფრინავს, ლიდერი მიფრიიიინავს“

შეგახსენებთ, რომ ამ წუთისთვის, „ნაპოლის“ 65 ქულა აქვს და „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს. „პარტენოპეის“ თამაშს რამდენიმე წუთში ვიხილავთ როცა ლუჩანო სპალეტის გუნდი „ლაციოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თებერვლის თვის საუკეთესო - კვარა ტოპ 5-შია
თებერვლის თვის საუკეთესო - კვარა ტოპ 5-შია