ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ფრანგი ჟურნალისტი: „ზურიკო სასურველ დონეზე აღარაა“

ფრანგმა ჟურნალისტმა, კლემენტ კარპენტიემ ზურიკო დავითაშვილის „ბორდოზე“ ისაუბრა. კარპენტიე „ამიენისა“ და ჟირონდელთა დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომელიც „ბორდომ“ 2:1 მოიგო და იგი ზურიკოს გუნდში არსებულ პრობლემებს შეეხო.

„ყველაზე ლამაზი არა მაგრამ, მიმდინარე სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ნამდვილად იყო. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბორდომ თამაში შემოაბრუნა. ჩვენმა კილიან მბაპემ, ჟუნიორ მვანგამ თამაშის ბედი კიდევ ერთხელ შეცვალა. ის ძალიან მაგარი ფეხბურთელია.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, გუნდის თავკაცმა, დავიდ გუიონმა ცვლილებები გააკეთა და სისტემა გადააწყო. თუმცა, როცა შენი საუკეთესო ფეხბურთელი მარცხენა მცველია, საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვა მაინც უნდა დაუსვა. ზურიკო დავითაშვილს და დილან ბაქვას რაც შეეხება, ისინი სასურველ დონეზე აღარ არიან“.

შეგახსენებთ, რომ 25 ტურის შემდეგ, „ბორდოს“ 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილს იკავებს. ჟირონდელები „სოშოს“ 1 ქულით უსწრებენ და მომდევნო მატჩი 4 მარტს, „სენტ ეტიენის“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძაკარდო: „ხვიჩა ცოტათი შეიცვალა, რატომ აირჩია ნაპოლი?“
ძაკარდო: „ხვიჩა ცოტათი შეიცვალა, რატომ აირჩია ნაპოლი?“