რობერტ ლევანდოვსკი, ანსუ ფატი
Aa
Aa

„ფატიმ ეს უკვე მეორედ გააკეთა“ - ლევანდოვსკი გასახდელში გუნდელებს ესაუბრა

ევროპა ლიგაზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხების შემდეგ, მოედანზე რობერტ ლევანდოვსკისა და ხორდი ალბას შორის საუბარი შედგა.

პოლონელი ფორვარდი ანსუ ფატის ქმედებებით უკმაყოფილო დარჩა და გუნდელს აუხსნა, თუ რა შეცდომებს უშვებდა ახალგაზრდა ფორვარდი შეტევების მომენტში, როცა რამდენჯერმე მან საგოლე მომენტისას დახმარების ნაცვლად ხელი შეუშალა.

ლევანდოვსკის კონკრეტულად „იუნაიტედთან“ მატჩისას პრეტენზია ჰქონდა მომენტზე, როცა ფერან ტორესმა ბოლო წუთებზე საჯარიმოში მწვავედ ჩააწოდა და თავად დასარტყმელი პოზიცია ზუსტად შეარჩია, თუმცა ფატიმ მას აშკარად ხელი შეუშალა.

ვიდეოშიც ნათლად ჩანს, რომ პასი ანსუს მიმართულებით არ იყო გამიზნული და მან მომენტის წაკითხვა ვერ შეძლო.

ლევანდოვსკის ანალოგიური პრობლემა შეექმნა 1 თებერვალს „ბეტისთან“ (2:1) მატჩშიც, როცა ფატიმ ანალოგიური შეცდომა დაუშვა.

ესპანური As-ის ცნობით, ლევანდოვსკიმ გუნდელებს გასახდელში სიტუაცია აუხსნა, ის მშვიდად და აგრესიის გარეშე საუბრობდა. რობერტმა ფატის აუხსნა, რომ მან უკვე ორჯერ წაართვა გოლის გატანის შანსი. მან ანსუს მოუწოდა, რომ საჯარიმოში სიტუაცია უფრო ყურადღებით შეაფასოს ხოლმე და გოლის გატანას ნებისმიერ ფასად ნუ ეცდება, რადგან ამან შესაძლოა გუნდს ზიანი მიაყენოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანოვი: „ნეაპოლში გაიაზრეს, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ“
კანოვი: „ნეაპოლში გაიაზრეს, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ“