ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ფრანჩესკო ბაიანო
Aa
Aa

„მათ თვალებში სიხარულია, როცა რომელიმე გოლს იტანს“ - ბაიანო ხვიჩასა და ოსიმენზე

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ბაიანომ, რომელსაც იტალიის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია და კარიერის საუკეთესო წლები „ფიორენტინაში“ გაატარა, ნეაპოლური კლუბის ოფიციალურ რადიოსთან ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ბაიანო ოსიმენზე:„ოსიმენი საოცარი მოთამაშეა, თამაშიდან თამაშამდე იზრდება, მას ევროპის სამ საუკეთესო ფეხბურთელში დავასახელებდი. საწყის ეტაპზე მძიმე ბრილიანტი იყო, მხოლოდ გოლებს იტანდა, ახლა კი გოლების შექმნაში მონაწილეობს, სრულყოფილი მოთამაშეა და მისი ზრდა არ დასრულებულა“.

ბაიანო ოსიმენი-კვარაცხელიას წყვილზე: „ლამაზი ფეხბურთის ყურებისთვის მათ უნდა შეხედო, ევროპაში ყველაზე საოცარი წყვილია, ისინი ერთმანეთისთვის თამაშობენ, როცა ეს გრძნობა არსებობს, შემდეგ ყველაფერი უფრო მარტივი ხდება. მათ თვალებში სიხარულს ხედავ, როცა რომელიმე გოლს იტანს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ლოზანო და პოლიტანო, ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ ოსიმენსა და კვარაცხელიაზე, მაგრამ იქ არიან ჯარისკაცები, რომლებიც შედეგიან თამაშს განაპირობებენ“.

22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 19 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში ფრანჩესკო ბაიანომ კვარაცხელია-ოსიმენის წყვილზე Radio Marte-სთანაც ისაუბრა: „დღეს, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის უძლიერესი გარემარბია, სხვა ასეთი არ მახსენდება. ქართველი და ვიქტორ ოსიმენი ერთმანეთს ბრწყინვალედ უგებენ, ერთად თამაში უხარიათ. კვარაცხელიასა და ოსიმენის წყვილი მაგონებს ურთიერთობას, როგორიც მე და გაბრიელ ბატისტუტას გვქონდა“.

ფრანჩესკო ბაიანო და გაბრიელ ბატისტუტა „ფიორენტინაში“ თანაგუნდელები 1992-97 წლებში იყვნენ. 1993-94 წლების სეზონში ფლორენციული კლუბი სერია ა-ში დაბრუნდა, 1995-96 წლების სეზონში იტალიის თასი მოიგო, 1996 წელს კი - სუპერთასი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი და ბატისტუტას წყვილი მახსენდება“ - ბაიანო ხვიჩასა და ოსიმენზე
„ჩემი და ბატისტუტას წყვილი მახსენდება“ - ბაიანო ხვიჩასა და ოსიმენზე