ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

გუგეშაშვილი დამაჯერებელი იყო - გენტმა პენალტების სერიაში მოიგო

ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ უეფას კონფერენს ლიგას გამოეთიშა. აზერბაიჯანულმა კლუბმა „გენტის“ ბარიერი ვერ გაიარა. „ყარაბაღს“ პირველი თამაში 1:0 ჰქონდა მოგებული და „გენტმა“ ორი მატჩის ჯამში წონასწორობა 74-ე წუთზე გატანილი გოლით აღადგინა, ძირითადი დრო კი 1:0 მოიგო. დამატებით დროში არაფერი შეცვლილა და საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, რომელშიც ბელგიელებმა 5:3 იმარჯვეს.

გუგეშაშვილს კარგი მატჩი ჰქონდა და დამაჯერებელი იყო. ქართველმა გოლკიპერმა ერთი რთული ბურთი მოიგერია და საერთო ჯამში, 3 სეივი მიითვალა. გოლის მომენტში ის უძლური იყო და ცოტა რომ გამართლებოდა, „ყარაბაღის“ გმირიც გახდებოდა.

თერთმეტმეტრიანების სერიას რაც შეეხება, „გენტმა“ ყველა დარტყმა გამოიყენა, აზერბაიჯანელებმა კი მხოლოდ 1 პენალტი გააცუდეს. გუგეშაშვილმა კუთხე 4-ჯერ გამოიცნო და მინიმუმ 2 თერთმეტმეტრიანის მოგერიება შეეძლო, მაგრამ იღბალი დააკლდა.

შეგახსენებთ, რომ „გენტის“ მეტოქის ვინაობა რამდენიმე საათში გაირკვევა. პარასკევს, თბილისის დროით, 16:00-ზე კონფერენს ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ქართველი ბავშვი გიჟია“ - უცხოელი ქომაგები კვარაცხელიაზე
„ეს ქართველი ბავშვი გიჟია“ - უცხოელი ქომაგები კვარაცხელიაზე