ევროპა ლიგა: მანჩესტერმა ბარსას აჯობა და 1/8-ფინალშია
Aa
Aa

ევროპა ლიგა: მანჩესტერმა ბარსას აჯობა და 1/8-ფინალშია

ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის ყველაზე ხმაურიანი დაპირისპირება „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის შედგა. „კამპ ნოუზე“ პირველი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და განმეორებითი მატჩისთვის მცირე უპირატესობა ტენ ჰაგის გუნდის მხარეს იყო და საბოლოოდ „წითელმა ეშმაკებმა“ 2:1-ის მოგება შეძლეს, რაც ორი მატჩის ჯამში ლოგიკური შედეგი იყო.

პირველი ტაიმი „ბარსამ“ დამაჯერებლად ჩაატარა, ბურთს აკონტროლებდა და მეტოქეს შანსებს არ აძლევდა. თავად მე-18 წუთზე ბალდეს მიერ მოპოვებული და ლევანდოვსკის რეალიზებული პენალტით დაწინაურდა.

მეორეს გატანა სერხი რობერტოს მართებდა, როცა დე ხეამ უხეში შეცდომა დაუშვა და ბურთი მეტოქეს ჩააბარა, თუმცა ესპანელმა საშინლად ითამაშა.

მეორე ტაიმი ერიკ ტენ ჰაგმა ცვლილებით დაიწყო - მოედანზე ვეგჰორსტის ნაცვლად ანტონი გამოჩნდა, რაც ლოგიკური ცვლილება იყო. „იუნაიტედის“ სათამაშო სტილიდან გამომდინარე ტანმაღალი ფორვარდი სცენარიდან ამოვარდნილია.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა მეორე ნახევარი იდეალურად წარმართა და მისმა გუნდმა „ბარსელონას“ კუნდეს თავურის გარდა მომენტი არ შეაქმნევინა.

საბოლოოდ, „მანჩესტერმა“ ფრედისა და ანტონის გოლებით მატჩი ლოგიკურ ფინალამდე მიიყვანა და 1/8-ფინალში დამსახურებულად გავიდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ისიამოვნეთ!“ - UEFA-მ კვარას პასი გამოარჩია
    „ისიამოვნეთ!“ - UEFA-მ კვარას პასი გამოარჩია