მანჩესტერ იუნაიტედი კიმის შეძენას გეგმავს
„ნაპოლის“ ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე მათი მოთამაშეების მიმართ სატრანსფერო ბაზარზე ინტერესი იზრდება და ზაფხულიდან ნეაპოლელებს ბევრი მიმზიდველი წინადადებისგან თავდაცვა მოუწევთ.
ოსიმენისა და კვარაცხელიას შესახებ ინტერესი უამრავ გრანდს, რომ აქვს ეს ყველამ კარგად იცის. ამჯერად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ნაპოლის“ დაცვის ლიდერის სამხრეთ კორეელი კიმ მინ-ჯაეს შეძენით ინტერესდება.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ინგლისური კლუბი ზაფხულში 26 წლის მცველის შეძენას განიხილავს, რადგან ერიკ ტენ ჰაგს დაცვის ხაზის გაძლიერება სურს.
კიმის კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად, ზაფხულში იქნება 15-დღიანი მონაკვეთი, როცა მისი გამოსყიდვა 48 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. თუმცა, ამ მომენტისთვის უცნობია სურს, თუ არა ფეხბურთელს „იუნაიტედში“ გადასვლა.
წყარო წერს, რომ „ნაპოლის“ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს, რომლის მიხედვითაც მისი გამოსასყიდი ღირებულება 65 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ კიმი გასულ ზაფხულს „ფენერბახჩედან“ 20 მილიონ ევროდ იყიდა. სამხრეთ კორეელმა კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე უკვე 30 მატჩის ჩატარება მოასწრო, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.