საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატი წრიულ რბოლაში უკვე მეოთხედ ჩატარდება
Aa
Aa

საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატი წრიულ რბოლაში უკვე მეოთხედ ჩატარდება

 საქართველოს 2023 წლის ვირტუალური ჩემპიონატი ავტორბოლაში სტარტს 22 თებერვალს აიღებს. მონაწილეები ერთმანეთს GT3 კლასის სხვადასხვა სარბოლო ავტომობილებით მსოფლიოს 6 ვირტუალურ ავტოდრომზე დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული დაგროვილი ქულათა ჯამით გამოვლინდება.

საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატი წრიულ რბოლაში უკვე მეოთხე წელია ტარდება და მისი გამარჯვებულები და პრიზიორები მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში იღებენ . გასულ წელს ქართველმა სიმ რეისერმა, სანდრო ჭანტურიამ, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის წარდგენით, მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ავტოსპორტის თამაშებზე FIA Motorsport Games. 2019 წელს ამავე ღონისძიებაზე მონაწილეობა არჩილ ციმაკურიძემ მიიღო.

ტურნირის ორგანიზატორი, კომპანია სიმულექს რეისინგი ჩემპიონატს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ეგიდით ატარებს. ღონისძიება პირველად კოვიდ-19 პანდემიის დროს, 2020 წელს ჩატარდა. პირველი ჩემპიონი გამოჩენილი ქართველი მრბოლელი, დათა ქაჯაია გახდა, 2021 წელს გამარჯვება ნიკა კობოსნიძემ იზეიმა, ხოლო გასულ წელს პირველი სანდრო თავართქილაძე იყო.

ჩემპიონატზე თვალის მიდევნება შეგიძლიათ ფეისბუგ ქვერდზე https://www.facebook.com/Simulexeracing და YouTube არხზე https://www.youtube.com/@SimulexeRacing

 ვიდეო თიზერის გადმოსაწერი ბმული:

https://drive.google.com/file/d/1YK2ehuNGzXdyTpfwpiklboxwMHrNcoxT/view?usp=share_link

ვიდეო თიზერის ბმული YouTube არხზე: https://www.youtube.com/watch?v=1G-vWEA6BWA

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები