ლებრონ ჯეიმსი, მაიკლ ჯორდანი, ალენ აივერსონი
Aa
Aa

აივერსონი: „ლებრონი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია“

„ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ ლეგენდამ, ალენ აივერსონმა ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი დაასახელა. „ეიაის“ თქმით, ლებრონ ჯეიმსი იდეალური კალათბურთელის საუკეთესო მაგალითია, მაგრამ აივერსონი დასძენს, რომ მისი კერპი ყოველთვის მაიკლ ჯორდანი იქნება.

„ჩემი აზრით, ლებრონ ჯეიმსი საუკეთესო კალათბურთელია, ვინც კი ოდესმე გვინახავს. ლექსიკონში სიტყვა „კალათბურთელი“ რომ მოძებნოთ, მის გვერდით ჯეიმსის ფოტოს დაინახავთ, თუმცა, პირადად ჩემთვის, მაიკი ყველაფერი იყო. ჯორდანმა ჩემს ცხოვრებაში აზრი გააჩინა და მომცა მოტივაცია, რომ კალათბურთის თამაში დამეწყო.

ჯორდანი ჩემთვის ყველაფერი იყო. მისი მონაწილეობით გადაღებული რეკლამა, „იყავი, როგორც მაიკი“, გახსოვთ? იმ რეკლამის შემდეგ, მინდოდა, ჯორდანს დავმსგავსებოდი. დღემდე ვნერვიულობ, როცა მას ვხედავ, რადგან ის ჩემთვის ყველაფერია და მაიკზე მაღლა ვერავის დავაყენებ. მიუხედავად ამისა, ლებრონს ყველაფერი აქვს, რაც კალათბურთელს უნდა ჰქონდეს. მეფე სრული კომპლექტია“.

სხვათა შორის, 2020 წლის 24 აგვისტოს, აივერსონმა კობი ბრაიანტს წერილი მიუძღვნა, რომელშიც განაცხადა, რომ მაიკი ყველა დროის საუკეთესოა და ეს ყოველთვის ასე იქნება, „შავი მამბა“ კი მეორე გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: „რა მოხდება UFC-იმ, რომ მითხრას ტატუ მოიშორეო?!“
დვალიშვილი: „რა მოხდება UFC-იმ, რომ მითხრას ტატუ მოიშორეო?!“