ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი, პედი პიმბლეტი, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

თოფურია: „კონორს ჩემთან შანსი არ აქვს, პიმბლეტმა იცის, რომ არაფრად ვარგა“

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია The Nude Project Podcast-ის სტუმარი იყო და ბევრ თემაზე ისაუბრა. „ელ მატადორს“ კონორ მაკგრეგორზე, პედი პიმბლეტზე და UFC-ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლზე ჰკითხეს.

კონორ მაკგრეგორზე

„დარწმუნებული ვარ, მაკგრეგორს დავამარცხებ. ვიცი, რომ ტექნიკური გადმოსახედიდან, მასზე ბევრად ძლიერი ვარ და თან, უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფები. კონორი ჩემპიონი იყო და მე კიდევ ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი. ჭკვიანი უნდა იყო და ყოველთვის გონივრულად იმოქმედო. ოცნებების მიღწევაში სწორედ ეს დაგეხმარება“.

პედი პიმბლეტზე

„ორი აზრი არაა, რომ პედი პიმბლეტს ჩემთან ჩხუბი არ უნდა. მასში ის მომწონს, რომ თავისი როლი ძალიან კარგად იცის. იცის, რომ არაფრად ვარგა და სხვა რაღაცებზე სწორედ ამიტომაა ორიენტირებული. ის საკუთარ თავს ჰყიდის და ცდილობს, ცნობილი გახდეს. არ ვიცი, დენა უაითთან მისი პოდკასტი თუ ნახეთ, მაგრამ იქ გამოჩნდა, რომ პირფერი ადამიანია“.

UFC-ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი

„ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი? ხაბიბი? არა, ჩემი აზრით, ნომერ პირველი ჯონ ჯონსია. ხაბიბს UFC-ში 14 ბრძოლა აქვს გამართული, ჯონსმა კი 14-ჯერ მხოლოდ ტიტული დაიცვა. ეს ძალიან დიდი განსხვავებაა. წარმოიდგინეთ, რა მაგნიტუდის ბრძოლები აქვს ჯონსს გამართული. ხაბიბს იდეალური მომენტი გამოუჩნდა, რადგან მაკგრეგორის შემდეგ გაჩენილი სიცარიელე შეავსო და კონორიც დაამარცხა. ამან კი ნახვები და ყველაფერი მოუტანა“.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორს“ კარიერაში 13 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 13 მოგებაა. ილიამ მაკგრეგორზე რამდენიმე კვირის წინაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ირლანდიელს მასთან შანსი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტეიტუმის რეკორდი, ლებრონის ტრავმა, იანისის გამარჯვება - NBA-ის ოლ სტარი
ტეიტუმის რეკორდი, ლებრონის ტრავმა, იანისის გამარჯვება - NBA-ის ოლ სტარი