მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

დვალიშვილი: „რა მოხდება UFC-იმ, რომ მითხრას ტატუ მოიშორეო?!“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა The Weekly Scraps Media-ს მოკლე ინტერვიუ მისცა და თავის ტატუზე ისაუბრა. „მანქანამ“ მკერდზე საქართველოს რუკა და დროშა ამოისვირინგა და ახსნა, ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო.

„ჩემი საქართველო და აშშ ძალიან მიყვარს. ოქტაგონზე გასვლისას ორივე ქვეყნის დროშა გამქონდა და მითხრეს, რომ ეს აღარ გამეკეთებინა. ამის შემდეგ, ყელსაბამი მქონდა საქართველოს რუკითა და დროშით და UFC-ისგან ელექტრონული წერილი მივიღე, რომლითაც შემატყობინეს, რომ ეს ყელსაბამიც აღარ მეტარებინა. MMA იმიტომ დავიწყე, რომ ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა და მთავარი მოტივაცია სწორედ ესაა. ზუსტად ამიტომ ვჩხუბობ, განსაკუთრებით ახლა, როცა რუს პიოტრ იანს ვხვდები.

არ შეიძლება, რომ საქართველოს დროშით გავიდე?! არც ქართული ყელსაბამი?! ეს ტატუ ამიტომ გავიკეთე. ახლა ვეღარაფერს იზამენ. თუმცა, არ ვიცი, შეიძლება, ლენტი გადამაკრან ან რამე მსგავსი (იცინის). UFC-ს ეს იდეა არ მივაწოდოთ, თორემ შეიძლება, მართლა გააკეთონ. რა მოხდება ელექტრონული წერილი რომ მივიღო და მითხრან, ტატუ მოიშორეო? ამას არ გავაკეთებ. ეს ჩემი პირველი ტატუა და ჩემი ქვეყნითა და იმით, რომ ქართველი ვარ, ძალიან ვამაყობ. რაღაც ცუდისგან რაღაც კარგი გამოვიდა. ახლა ჩემი საქართველო ჩემს გულთან პირდაპირი მნიშვნელობითაც ძალიან ახლოსაა და მთელი ცხოვრება ასე იქნება“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირება თბილისის დროით, 12 მარტს გაიმართება და UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტოქეს ათვინიერებენ, როგორც ცირკში ლომებს“ - მოჯიმ ნაპოლიზე ისაუბრა
„მეტოქეს ათვინიერებენ, როგორც ცირკში ლომებს“ - მოჯიმ ნაპოლიზე ისაუბრა