სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ეფექტური ჩატენვები და ასისტები - მამუკელაშვილმა G ლიგის All Star-ში ითამაშა

გვიან ღამით, აშშ-ს შტატ იუტაში, კერძოდ კი Jon M. Huntsman Center Arena-ზე NBA-ს G ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას „მილოუკი ბაქსისა“ და „ვისკონსინ ჰარდსის“ ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილიც იღებდა.

მამუ „მინესოტა ტიმბერვულვზისა“ და „აიოვა ვულვზის“ მოთამაშის, ლუკა გარზას გუნდში იყო, მეტოქედ კი ამერიკული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავის, „კარლტონის“ კალათბურთელის, სკუტ ჰენდერსონის მიერ შერჩეული შემადგენლობა ჰყავდა.

ქართველმა კალათბურთელმა რამდენიმე ლამაზი ეპიზოდი შემოგვთავაზა, როგორც ქულების, ისე ასისტების მხრივ. საერთო ჯამში სანდრომ ყველა ვარსკვლავის მატჩი 8 ქულით, 12 მოხსნით, 5 ასისტით და 2 ჩაჭრით დაასრულა. მის ანგარიშზე 9-დან 4 ორქულიანი იყო. ასევე ორჯერ სცადა სამქულიანის ხაზიდან ჩაგდება, თუმცა ორივე მცდელობა არაზუსტი გამოდგა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა მამუკელაშვილის თანაგუნდელმა, შერიფ კუპერმა აიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც მას ერგო. კუპერის ანგარიშზე 27 ქულა, 3 მოხსნა, 8 ასისტი და 2 ჩაჭრაა. მოწინააღმდეგე გუნდიდან კი 22 ქულით ნიმას ქულიტა გამოირჩა.

რაც შეეხება მატჩის შედეგს, შეხვედრა მამუკელაშვილის გუნდის გამარჯვებით, 178:162 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 12 ქულა - ვირტუსი თასის ფინალში დამარცხდა
შენგელიას 12 ქულა - ვირტუსი თასის ფინალში დამარცხდა