ნიკოლა იოკიჩი, ჯოელ ემბიდი, ჯეისონ ტეიტუმი, ლებრონ ჯეიმსი, დემიენ ლილარდი, იანის ანტეტოკოუნმპო, ჯეილენ ბრაუნი, ჯეილენ ბრაუნი, კაირი ირვინგი, ტაირიზ ჰალიბერტონი, დონოვან მიტჩელი, ლაური მარკანენი
Aa
Aa

ტეიტუმის რეკორდი, ლებრონის ტრავმა, იანისის გამარჯვება - NBA-ის ოლ სტარი

„იუტა ჯაზის“ საშინაო სტადიონმა, „ვივინტ არენამ“ NBA-ის 2023 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩს უმასპინძლა. გუნდების კაპიტნები იანის ანტეტოკოუნმპო (აღმოსავლეთ კონფერენცია) და ლებრონ ჯეიმსი (დასავლეთ კონფერენცია) იყვნენ. გამარჯვება „გრიკ ფრიქის“ გუნდს დარჩა და ბერძენმა კალათბურთელმა და კომპანიამ 184:175 მოიგეს.

წინასამატჩო დრაფტი

2023 წლის ოლ სტარი განახლებული ფორმატით გაიმართა და კაპიტნებმა თანაგუნდელები არა პირდაპირ ეთერში, არამედ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აირჩიეს. ლებრონმა და იანისმა ჯერ სათადარიგოთა სკამი დააკომპლექტეს, შემდეგ - ძირითადი ხუთეულები. რეზერვებიდან ანტეტოკოუნმპომ პირველ ნომრად დემიენ ლილარდი აირჩია, ლებრონმა კი - ენტონი ედვარდსი. სასტარტოებს რაც შეეხებათ, ჯეიმსის პირველი ნომერი ჯოელ ემბიდი იყო, იანისის - ჯეისონ ტეიტუმი.

პირველი მეოთხედი

ყველა ვარსკვლავის მატჩის პირველი მეოთხედი ფრედ, 46:46 დასრულდა, რაც ნიშნავს, რომ კაპიტნების მიერ შერჩეულმა საქველმოქმედო ორგანიზაციებმა 50-50 ათასი აშშ დოლარი გაინაწილეს. შეხვედრის პირველი ქულები იანის ანტეტოკოუნმპოს ანგარიშზეა. ამ უკანასკნელს მაჯა აწუხებს და პარკეტზე მხოლოდ 20 წამი გაატარა.

მეორე მეოთხედი

ბუნებრივია, ოლ სტარის ფორმატიდან გამომდინარე, კალათბურთელები გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარი სანახაობის ჩუქებაზე იყვნენ გადართულნი და მეორე მეოთხედში ბევრი შესანიშნავი მომენტი შემოგვთავაზეს. საუკეთესო ალბათ, ჯა მორანტის ჩატენვა იყო. ანგარიშს რაც შეეხება, იანისის გუნდმა მეტოქეზე 7 ქულით მეტი ჩააგდო - 53:46 და კაპიტნის მიერ შერჩეულ საქველმოქმედო ორგანიზაციას 100 000 დოლარი მოუტანა.

მესამე მეოთხედი

მატჩის შესვენებაზე, კალათბურთის ქომაგებისთვის ცუდი ამბავი გავრცელდა. გაირკვა, რომ ლებრონმა ხელი დაიზიანა და მეორე ნახევარში პარკეტზე ვერ გავიდოდა. კაპიტნის გარეშე დარჩენილმა გუნდმა იანისის ბიჭების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და მესამე თორმეტწუთეული 49:59 წააგო. ჯეისონ ტეიტუმმა მესამე მეოთხედში 27 ქულა მიითვალა, რაც 1 პერიოდში ჩაგდებული ქულების რაოდენობით, ოლ სტარის რეკორდია.

მეოთხე მეოთხედი

მეორე ნახევრის მთავარი მოქმედი პირი ზემოთ ხსენებული ტეიტუმი იყო. ბოსტონ სელტიქსის ლიდერმა ოლ სტარისთვის სარეკორდო, 55 ქულა ჩააგდო და ენტონი დევისის მიღწევა გააუმჯობესა. ტეიტუმმა კობი ბრაიანტის სახელობის MVP-ის ჯილდო დაისაკუთრა და ლარი ბერდის შემდეგ, „ბოსტონ სელტიქსის“ პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც ეს გააკეთა. ყველა ვარსკვლავის მატჩში ქულა მხოლოდ ერთმა კალათბურთელმა ვერ აიღო - დიაარონ ფოქსი - 0 ქულა, 2 ასისტი. სხვათა შორის, ოლ სტარის დრაფტის შემოღების შემდეგ, იანის ანტეტოკოუნმპო პირველი კაპიტანია, რომელმაც ლებრონს მოუგო.

იანისის გუნდის ლიდერები

ჯეისონ ტეიტუმი - 55 ქულა, 10 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 10 სამქულიანი

დონოვან მიტჩელი - 40 ქულა, 10 ასისტი, 4 მოხსნა, 8 სამქულიანი

დემიენ ლილარდი - 26 ქულა, 4 ასისტი, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 8 სამქულიანი

ლაური მარკანენი - 13 ქულა, 7 მოხსნა

პასკალ სიაკამი - 12 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი

ლებრონის გუნდის ლიდერები

ჯეილენ ბრაუნი - 35 ქულა, 14 მოხსნა, 5 ასისტი, 2 ჩაჭრა

კაირი ირვინგი - 32 ქულა, 15 ასისტი, 6 მოხსნა

ჯოელ ემბიდი - 32 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი

ტაირიზ ჰალიბერტონი - 18 ქულა, 3 ასისტი

ლებრონ ჯეიმსი - 13 ქულა, 4 ასისტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მესის სტილში? მან კვარაცხელიას სტილში გაიტანა“ - სიომინმა ხვიჩაზე ისაუბრა
„მესის სტილში? მან კვარაცხელიას სტილში გაიტანა“ - სიომინმა ხვიჩაზე ისაუბრა