საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, ესპანეთის მორაგბეთა ნაკრები, რაგბი ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

ესპანეთის წინააღმდეგ ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია

18 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სტუმრად ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ორი დღით ადრე, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა სამატჩო შემადგენლობა დაასახელა:

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების დაპირისპირება შაბათს, საქართველოს დროით 22:00 საათზე გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ქართველმა მორაგბეებმა ტურნირის მიმდინარე სეზონში ორი მატჩი გამართა და ორივეში გაიმარჯვა. ლევან მაისაშვილის გუნდმა 2 თებერვალს ჯერ ავჭალის სტადიონზე გერმანიას 75:12 მოუგო, შემდეგ კი სტუმრად ნიდერლანდების ნაკრები 40:8 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
6 ლელო - საქართველომ ნიდერლანდებს დიდი ანგარიშით მოუგო
6 ლელო - საქართველომ ნიდერლანდებს დიდი ანგარიშით მოუგო