მანჩესტერ იუნაიტედის შესაძენად ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანიც იბრძოლებს
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედის შესაძენად ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანიც იბრძოლებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენის სურვილს უამრავი მილიარდერი გამოთქვამს. ბოლო დღეებში ილონ მასკის ინტერესის შესახებაც დაიწერა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ „იუნაიტედის“ შესაძენად ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯიმ რედკლიფი იბრძოლებს, რომელიც „ნიცასაც“ ფლობს. Ineos-ის ხელმძღვანელმა „მანკუნიანელებს“ უკვე პირველი შეთავაზება გაუკეთა, თუმცა დიდი ალბათობით ის უარყოფილი იქნება და მოლაპარაკებები გაგრძელდება.

„იუნაიტედის“ შესაძენად წინადადებების მიღების ბოლო ვადა 17 თებერვალია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატარის მმართველ ოჯახთან დაკავშირებული კატარელი ინვესტორები „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესაძენად შეთავაზებას გააკეთებენ. ასევე ითქვა, რომ კატარის ემირი დაახლოებით 4 მილიარდ ფუნტიან წინადადებას გააკეთებდა. გლეიზერს მინიმუმ 5 მილიარდი ფუნტის მიღება სურთ.

L'Équipe ამ ინფორმაციას ადასტურებს და ასევე კატარელი ინვესტორების გარემოზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს ადამიანები არ არიან კავშირში პსჟ-სა და კატარის სუვერენული ფონდის მფლობელებთან.

ასევე მოსალოდნელია შეთავაზებები აშშ-დან და საუდის არაბეთიდან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიოში ყველაზე საოცარი წყვილია“ - მაცოლა ხვიჩასა და ოსიმენზე
„მსოფლიოში ყველაზე საოცარი წყვილია“ - მაცოლა ხვიჩასა და ოსიმენზე