„ხვალ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი“ - კონტე მატჩის წინ
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში „ტოტენჰემი“ სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ლონდონური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა კონტემ:
ოპერაციის შემდეგ ნამდვილად არ ყოფილა მარტივი გუნდისგან შორს ყოფნა. 100%-ით მზად ახლაც არ ვარ, მაგრამ ფეხბურთელებთან ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანია.
ამ თამაშისგან თუ დადებითი შედეგის მიღწევა გვსურს, მაშინ სტაბილურები უნდა ვიყოთ. როგორც, აღმავლობა, ისე ვარდნა ჩვეული ამბავია, მაგრამ ახლა სტაბილურობაზე ვფიქრობ. მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ვფიქრობ, ეს სტაბილურობა გვაკლია. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასურველი მიზნის მიღწევაში როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე პრემიერ ლიგაშიც. ამ სტაბილურობაზე მუდამ ვსაუბრობ ჩემს ფეხბურთელებთან. რთულია ყველა თამაშზე მაქსიმალური კონცენტრაცია შეინარჩუნო. მარტივი ამოცანა არაა, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ. ზოგჯერ, მუდმივი ზეწოლის ქვეშ თამაში მოთამაშეებისთვის კარგია, ზოგჯერ კი პირიქით. გვინდა, რომ ფეხბურთელები ფიზიკურად და მენტალურად უფრო გამძლეები გაცხადოთ, თუმცა არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორებიც, მაგალითად ტრავმები... ასეა თუ ისე, მგონია, რომ ხვალ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 14 თებერვალს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.