სტეფანო პიოლი
Aa
Aa

„გუნდს ამაღლებული მორალი და ენერგია აქვს“ - პიოლი მატჩის წინ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში „მილანი“ საკუთარ მოედანზე ლონდონის „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა პიოლიმ:

გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბოლო დღეებში საგრძნობლად კარგი მორალი და ენერგია დავინახე. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ და გვსურს შესაბამისი სულისკვეთებით გამოვიდეთ. ვფიქრობ, „ტოტენჰემი“ ამისთვის შესანიშნავი მიზეზია.

ახლა, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრი ოცნებაა. ამაზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, მთავარი ჯერ ხვალინდელი თამაშია.

ანტონიო კონტე შესანიშნავი მწვრთნელია. როდესაც გასულ წელს სერია A მოვიგე, ის იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან კოლეგებიდან, რომელმაც დამირეკა და ჩემპიონობა მომილოცა.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ტოტენჰემის“ დაპირისპირება 14 თებერვალს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები