ინგა გურგენიძე
Aa
Aa

13 წლის ინგა გურგენიძის ოქროს მედალი ლუბლიანას ტურნირზე

სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში Dragon Trophy & Tivoli-ს თასზე ინგა გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

13 წლის ქართველი მოციგურავე  იუნიორთა მოკლე პროგრამაში 53.73 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა. თავისუფალ პროგრამაში 124.09 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. ორივე პროგრამის შედეგების გათვალისწინებით 177,82 ქულა დააგროვა, 35 მონაწილეს შორის საუკეთესო იყო.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, თავისუფალ პროგრამაში ინგამ სხვა სავალდებულო ელემენტებთან ერთად 7 ნახტომითი ელემენტი შეასრულა, მათ შორის სამი კომბინაციაში. ერთ-ერთი კომბინაცია შესრულდა სამნახევარ აქსელთან. ამავე პროგრამაში სოლო სამნახევარი აქსელიც შეასრულა და ორი პროგრამის ჯამში 177,82 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ინგრა გურგენიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც 27 თებერვლიდან 5 მარტამდე კანადაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიგურული ციგურაობა: ინგა გურგენიძის ბრინჯაო გრან პრიზე
ფიგურული ციგურაობა: ინგა გურგენიძის ბრინჯაო გრან პრიზე