ვან გაალმა შვაინშტაიგერის დამატება მოითხოვა
Aa
Aa

ვან გაალმა შვაინშტაიგერის დამატება მოითხოვა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი, ბასტიან შვაინშტაიგერი, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას „Sunday People“ ავრცელებს. მანჩესტერული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა კლუბის მესვეურებს, გერმანელი ნახავარმცველის შეძენა პირადად მოსთხოვა. გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებამ შესაძლოა 10.5 მილიონი ევრო შეადგინოს.

ბასტიან შვაინშტაიგერი „ბაიერნის“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და მას მიუნხენური გრანდის გარდა არცერთ სხვა კლუბში არ უთამაშია. გასულ სეზონში შვაინშტაიგერმა „ბაიერნის“ მაისურით 20 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 5 გატანილი გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები