„არ ვიცი იქ ბრაზილიაში რას ამბობენ...“ - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებზე
ბოლო ორი დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სეზონის ბოლოს კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალს“ დატოვებს და ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს.
გუშინ ისიც კი დაიწერა, რომ ანჩელოტი „სელესაოს“ უკვე შეუთანხმდა, თუმცა მისმა გარემოცვამ ინფორმაცია მალევე უარყო.
დღეს, ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტთა კითხვებს მოკლედ უპასუხა:
„მადრიდის რეალთან კონტრაქტი 2024 წლამდე მაქვს. არ ვიცი იქ ბრაზილიაში რას ამბობენ. არაფერი გამიგია“.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 63 წლის იტალიელი მადრიდულ კლუბს 2023 წლის ზაფხულში დატოვებს და სამხრეთ ამერიკაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე იმუშავებდა. პარალელურად კი „რეალში“ ზინედინ ზიდანის დაბრუნებას აანონსებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები ტიტეს წასვლის შემდეგ მწვრთნელის გარეშე დარჩა. 61 წლის სპეციალისტმა თანამდებობა 1/4-ფინალში ხორვატიასთან მარცხის შემდეგ დატოვა.