ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Bild: დე ლაურენტისი კვარას დიდი თანხის სანაცვლოდაც არ გაყიდის

ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენალურმა თამაშმა მის მიმართ, რომ განდების ინტერესი გააჩინა, ეს ახალი ამბავი არ არის. ახლა იტალიურ პრესას აინტერესებს, თუ რამდენად შეძლებს „ნაპოლი“ ქართველი შემტევის შენარჩუნებას.

თითქმის ყოველ კვირა ახალი ინფორმაცია ვრცელდება და კვარაცხელიას ხან  რომელ გუნდს უკავშირებენ, ხან რომელს.

ამჯერად, იტალიური Corriere dello Sport-ი წერს, რომ ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიანო დე ლაურენტისი კვარაცხელიას არანაირ ფასად გაყიდვას არ აპირებს და მინიმუმ მომდევნო სეზონისთვის, მას გუნდში დატოვებს.

„ქართველი თავდამსხმელი, რომელიც თავის ქვეყანაში კერპია, თავისი თამაშით იმდენად გასაოცარია, ნეაპოლელთა გულებში შეაღწია. მისი მხრიდან სერია A-ზე ასეთ დამანგრეველ გავლენას არავინ ელოდა.

დე ლაურენტისი მას ასე მარტივად წასვლის საშუალებას არ მისცემს. Bild-თან ინტერვიუში მან დაადასტურა, რომ კვარაცხელიას არც იმ შემთხვევაში შეელევა, თუ ფინანსურად მსუყე შეთავაზებას მიიღებს“.

- წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას შესახებ ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბებიდან არის. ასევე რამდენიმე ესპანურმა წყარომ მადრიდის „რეალისა“ და კარლო ანჩელოტის დაინტერესებაზეც დაწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნადირობა ოსიმენზე - ჩელსი და მანჩესტერი ბრძოლას იწყებს
ნადირობა ოსიმენზე - ჩელსი და მანჩესტერი ბრძოლას იწყებს